შეჯიბრება, რომელშიც დამარცხებულები არ არსებობენ
„მზიურის“ ცხოვრებაში ეს შეჯიბრი დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და ყოველწლიურად იზრდება მისი პოპულარობა.
„მზიურის“ ცხოვრებაში ეს შეჯიბრი დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და ყოველწლიურად იზრდება მისი პოპულარობა.
საოლიმპიადო ჯგუფების პედაგოგის გურამ ქოთოლაშვილის ინიციატივით „მზიურში“ ერთ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მას თავისი ჯგუფი ყოველ წელს ზაფხულის არდადეგებზე სალაშქროდ მიჰყავს.
ლაშქრობის მარშრუტი წასვლამდე ბევრად უფრო ადრე იგეგმება და შესაბამისად მზადდება წასაღები აღჭურვილობაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია უკვე 4 წელია არსებობს, მე მანამდე ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე წასვლა, თუმცა ყოველთვის მქონდა სურვილი. გასულ წელს, როგორც იქნა, ყველა საქმე გადავდე და მეც ვილაშქრე. დიდი ხანია მინდოდა ამის შესახებ დამეწერა და მხოლოდ ახლახანს მოვიცალე. . . continue reading…
ბოლო პერიოდში სასკოლო ოლიმპიადები გარკვეულწილად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ის სასკოლო საგნები, რომლებშიც საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება – მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქიმია და ასტრონომია.
ქართველი მოსწავლეები დღემდე მხოლოდ პირველ სამ საგანში გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე და არც თუ ცუდ შედეგებს აღწევენ.
ინფორმატიკის ქართული ოლიმპიადებისა და საქართველოს ნაკრების საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობის ისტორიის შესახებ მოგვიანებით არაერთხელ ვისაუბრებთ. ამჟამად აშშ ინფორმატიკის ოლიმპიადის შესახებ მოგითხრობთ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების (ეეგ) თემა ყოველთვის იყო ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ქართულ ბლოგოსფეროშიც რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა „ოთხგამოცდიანი“ სიახლის შესახებ. მათ შორის: სიკო ჯანაშიას ბლოგზე და ჯემალ გოჯიაშვილის ბლოგზე მე ცოტა სხვა მხრიდან შევხედავ ამ პრობლემას.